
საევაკუაციო და სამაუწყებლო სისტემა საგანგებო სიტუაციაში - ხანძრის, ავარიის ან სხვა საფრთხის დროს - ორგანიზებული და სწრაფი ევაკუაციის გარანტიაა. სისტემა მოიცავს ხმოვან და ვიზუალურ გამაფრთხილებლებს, საევაკუაციო მიმართულების მაჩვენებელ განათებას და სასაუბრო სამაუწყებლო ქსელს, რომლის მეშვეობით შენობის ადმინისტრაცია პირდაპირ კომუნიკაციას ამყარებს ყველა ზონასთან.
ფლაგმანი ახორციელებს სისტემის სრულ მონტაჟს - მოწყობილობების განლაგება გათვლილია ისე, რომ სიგნალი შენობის ყველა კუთხეში ნათლად გაიგონ და დაინახონ. სისტემა ინტეგრირდება სახანძრო სიგნალიზაციასთან და მუშაობს ავტომატურ რეჟიმში - ადამიანის ჩარევის გარეშე. მონტაჟი სრულდება სრული ფუნქციური ტესტირებით და შესაბამისი ნორმების დაცვით.