MEP სისტემების პროექტირება

MEP პროექტირება მოიცავს შენობის სამ ძირითად საინჟინრო სისტემას - მექანიკურს (გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია), ელექტრულს (ძალოვანი და სუსტი დენები) და სანტექნიკურს (წყალგაყვანილობა, კანალიზაცია, წყალარინება). პროექტირება ხდება მშენებლობის დაწყებამდე და განსაზღვრავს თითოეული სისტემის განლაგებას, სიმძლავრეს და ერთმანეთთან ინტეგრაციას.

ფლაგმანი ამუშავებს სრულ საპროექტო დოკუმენტაციას - სქემებს, სპეციფიკაციებსა და გამოთვლებს, რომლებიც საფუძვლად უდევს მონტაჟს. სისტემები პროექტირდება კომპლექსურად — ისე, რომ კვეთები და კონფლიქტები მშენებლობამდე იყოს გამოვლენილი და გადაწყვეტილი. ყველა პროექტი შესაბამისობაშია მოქმედ ნორმებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის NFPA-სთან.

თქვენი უსაფრთხოება ჩვენი პასუხისმგებლობაა!

სახანძრო უსაფრთხოების სისტემების სრული ციკლი: პროექტირებიდან მონტაჟამდე და ტექნიკურ მხარდაჭერამდე!