
ელექტრო გაყვანილობა მოიცავს კაბელების განლაგებას, კონტურების დაჯგუფებას, ავტომატური გამომრთველების, დამცველი მოწყობილობებისა და განაწილების ყუთების სრულ მონტაჟს. ელექტრო სისტემის ხარვეზები პირდაპირ კავშირშია ხანძრის რისკთან. სწორედ ამიტომ პროფესიონალური მონტაჟი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
ფლაგმანი პროექტირებს და ამონტაჟებს სისტემებს მოქმედი ელექტრო ნორმების სრული დაცვით. თითოეული კონტური გათვლილია კონკრეტული დატვირთვის მიხედვით - სამზარეულოს, სველი წერტილების, განათებისა და ძალოვანი წრედების გამიჯვნით. სისტემა ითვალისწინებს მომავალი დატვირთვის ზრდასაც, რაც გამორიცხავს გადამუშავების საჭიროებას. მონტაჟი სრულდება სრული ელექტრული ტესტირებით და დოკუმენტაციით.