წყალგაყვანილობა

წყალგაყვანილობის სისტემა უზრუნველყოფს სტაბილური წნევით სუფთა წყლის მიწოდებას შენობის ყველა წერტილში - სამზარეულოში, სააბაზანოში, სველ წერტილებსა და ტექნიკურ ზონებში. არასწორად დამონტაჟებული სისტემა იწვევს წნევის ვარდნას, გაჟონვას და ხმაურს - პრობლემებს, რომლებიც შემდგომ გამოსასწორებლად ძვირი და შრომატევადია.

ფლაგმანი ახორციელებს ცივი და ცხელი წყლის მიწოდების სრულ მონტაჟს გამძლე, კოროზიამედეგი მასალების გამოყენებით. სისტემა გათვლილია თანაბარი წნევისთვის ყველა სართულზე — მათ შორის ზედა სართულებზეც, სადაც წნევის პრობლემა ყველაზე ხშირია. საჭიროების შემთხვევაში მონტაჟდება წნევის გამათანაბრებელი სისტემა. მონტაჟი სრულდება ჰიდრავლიკური ტესტირებით და სრული დოკუმენტაციით.

თქვენი უსაფრთხოება ჩვენი პასუხისმგებლობაა!

სახანძრო უსაფრთხოების სისტემების სრული ციკლი: პროექტირებიდან მონტაჟამდე და ტექნიკურ მხარდაჭერამდე!