პროექტი - თვალჭრელიძეზე

თვალჭრელიძის ქუჩაზე, ობიექტში ფლაგმანმა განახორციელა სახანძრო უსაფრთხოების, სიგნალიზაციისა და ვენტილაციის სისტემების სრული მონტაჟი NFPA სტანდარტების შესაბამისად.

რა განხორციელდა?

სპრინკლერის სისტემა დამონტაჟდა შენობის ყველა ზონაში - საცხოვრებელი ფართებიდან დაწყებული, საერთო სივრცეებით, დერეფნებითა და პარკინგით დამთავრებული. სისტემა ააქტიურებს მხოლოდ იმ სპრინკლერს, სადაც ტემპერატურა კრიტიკულ ნიშნულს აღწევს.

სიგნალიზაციის სისტემა მოიცავს კვამლისა და სითბოს დეტექტორებს შენობის ყველა სართულზე.

ვენტილაციის სისტემა საგანგებო სიტუაციაში ავტომატურად გადადის სახანძრო რეჟიმში -კვამლს გაჰყავს შენობიდან და საევაკუაციო გზები თავისუფალი რჩება.

თქვენი უსაფრთხოება ჩვენი პასუხისმგებლობაა!

სახანძრო უსაფრთხოების სისტემების სრული ციკლი: პროექტირებიდან მონტაჟამდე და ტექნიკურ მხარდაჭერამდე!