პროექტი - სთილ თაუერი

სასტუმრო სთილ თაუერში, ბორჯომში, ფლაგმანმა განახორციელა სახანძრო უსაფრთხოების, სიგნალიზაციისა და ვენტილაციის სისტემების სრული მონტაჟი NFPA სტანდარტების შესაბამისად.

რა განხორციელდა?

სასტუმროს სპეციფიკა განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს - ნომრები, რესტორანი, საერთო სივრცეები, ერთ შენობაში სხვადასხვა დატვირთვასა და რისკს ქმნის. სპრინკლერის სისტემა დამონტაჟდა ყველა ზონაში ინდივიდუალურად - თითოეული სექტორის დანიშნულების შესაბამისად.

სიგნალიზაციის სისტემა მოიცავს კვამლისა და სითბოს დეტექტორებს ყველა ნომერში, დერეფანში და საერთო ფართში. სიგნალი გადადის სასტუმროს მთავარ პანელზე.

ვენტილაციის სისტემა საგანგებო სიტუაციაში ავტომატურად გადადის სახანძრო რეჟიმში. კვამლი გაჰყავს შენობიდან და სართულებს შორის მის გავრცელებას აკონტროლებს, რაც სტუმრების ევაკუაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

თქვენი უსაფრთხოება ჩვენი პასუხისმგებლობაა!

სახანძრო უსაფრთხოების სისტემების სრული ციკლი: პროექტირებიდან მონტაჟამდე და ტექნიკურ მხარდაჭერამდე!