სატრანსპორტო ჰაბში, ბაკურიანში, ფლაგმანმა განახორციელა ხანძარქრობის, სახანძრო ვენტილაციის, სახანძრო სიგნალიზაციის, საევაკუაციო/სამაუწყებლო სისტემების, ელექტრო გაყვანილობის, სუსტი დენების, წყალმომარაგება-კანალიზაციის, წყალარინება/სადრენაჟო სისტემების, სავენტილაციო სისტემებისა და გათბობა/გაგრილების სრული მონტაჟი NFPA სტანდარტების შესაბამისად.
რა განხორციელდა?
სპრინკლერის სისტემა დამონტაჟდა საჯარო შენობის სპეციფიკის გათვალისწინებით — სადაც ადამიანთა ნაკადი მაღალია, სახანძრო დაცვა განსაკუთრებულ სიზუსტეს მოითხოვს. სიგნალიზაცია და საევაკუაციო სისტემა ინტეგრირებულია ისე, რომ საგანგებო სიტუაციაში ევაკუაცია სწრაფად და ორგანიზებულად მოხდეს.
ელექტრო გაყვანილობა და სუსტი დენები დაპროექტდა შენობის მრავალფუნქციური დანიშნულების გათვალისწინებით — სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, საინფორმაციო სისტემები და უსაფრთხოების ქსელი ერთიანად არის ინტეგრირებული.
წყალმომარაგება, კანალიზაცია, წყალარინება და დრენაჟი განხორციელდა მაღალმთიანი გარემოს პირობების გათვალისწინებით — სადაც ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება სისტემებზე დამატებით მოთხოვნებს აყენებს.
გათბობა/გაგრილება და ვენტილაცია შერჩეულია ბაკურიანის კლიმატური პირობებისთვის — ზამთარში ეფექტური გათბობა, ზაფხულში კი კომფორტული მიკროკლიმატი.