
საცხოვრებელ კომპლექს რენე დეველოპმენტში, ქობულეთში, ფლაგმანმა განახორციელა ხანძარქრობის, სახანძრო ვენტილაციის, სახანძრო სიგნალიზაციის, საევაკუაციო/სამაუწყებლო სისტემების, ელექტრო გაყვანილობის, სუსტი დენების, წყალმომარაგება-კანალიზაციის, წყალარინება/სადრენაჟო სისტემების, სავენტილაციო სისტემებისა და გათბობა/გაგრილების სრული მონტაჟი NFPA სტანდარტების შესაბამისად.
რა განხორციელდა?
სახღვაო სიახლოვეს განლაგებული მაღალსართულიანი კომპლექსი განსაკუთრებულ გარემო პირობებში მდებარეობს — მაღალი ტენიანობა და საზღვაო ჰაერი სისტემების მასალებსა და კომპონენტებზე დამატებით მოთხოვნებს აყენებს. სპრინკლერის სისტემა და სახანძრო სიგნალიზაცია დამონტაჟდა ამ პირობების გათვალისწინებით — კოროზიამედეგი მასალების გამოყენებით.
საევაკუაციო/სამაუწყებლო სისტემა მაღალსართულიანი შენობის სპეციფიკისთვის არის კონფიგურირებული — ხმოვანი და ვიზუალური გაფრთხილება ყველა სართულზე, ევაკუაციის მკაფიო მარშრუტებით.
ელექტრო გაყვანილობა და სუსტი დენები განხორციელდა სრული დოკუმენტაციით. წყალმომარაგება და კანალიზაცია დაპროექტდა სტაბილური წნევის უზრუნველყოფით ყველა სართულზე. წყალარინება და დრენაჟი შემუშავდა შავიზღვისპირა კლიმატის ნალექის ინტენსივობის გათვალისწინებით.
გათბობა/გაგრილება და ვენტილაცია შერჩეულია ქობულეთის კლიმატური პირობებისთვის — მაღალი ტენიანობის კონტროლით და კომფორტული მიკროკლიმატის შენარჩუნებით მთელი წლის განმავლობაში.