
საცხოვრებელ კომპლექს პარკ საიდში ფლაგმანმა განახორციელა სახანძრო უსაფრთხოების, სიგნალიზაციისა და ვენტილაციის სისტემების სრული მონტაჟი NFPA სტანდარტების შესაბამისად.
რა განხორციელდა?
სპრინკლერის სისტემის მონტაჟი კომპლექსის ყველა წერტილში - ბინებიდან დაწყებული, პარკინგითა და დერეფნებით დამთავრებული. სისტემა მუშაობს დამოუკიდებლად და ააქტიურებს მხოლოდ იმ სპრინკლერს, სადაც ტემპერატურა კრიტიკულ ნიშნულს აღწევს.
სიგნალიზაცია მოიცავს კვამლის, სითბოსა და ალის დეტექტორებს, რომლებიც ერთიან ქსელადაა გაერთიანებული. ნებისმიერი ანომალიის შემთხვევაში სიგნალი ავტომატურად ვრცელდება შენობის ყველა ზონაში.
ვენტილაციის სისტემა საგანგებო სიტუაციაში ავტომატურად ცვლის რეჟიმს -კვამლი გაჰყავს გარეთ, ხოლო საევაკუაციო გზები გამჭვირვალე და სუნთქვადი რჩება გასვლამდე.
