
ბავარიის საწყობში ფლაგმანმა განახორციელა სახანძრო უსაფრთხოების, სიგნალიზაციისა და ვენტილაციის სისტემების სრული მონტაჟი NFPA სტანდარტების შესაბამისად.
საწყობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სპრინკლერის სისტემა დამონტაჟდა გაზრდილი სიმძლავრით - დიდი ღია სივრცეები და საქონლის მაღალი კონცენტრაცია განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს სახანძრო დაცვას. სისტემა ფარავს ყველა ზონას - შენახვის ფართებიდან დაწყებული, დატვირთვა-გადმოტვირთვის სექტორებით დამთავრებული.
სიგნალიზაციის სისტემა განლაგებულია ისე, რომ საწყობის მაღალი ჭერისა და დიდი ფართის პირობებშიც კვამლი და სითბო სისტემამ დროულად აღმოაჩინოა.
ვენტილაციის სისტემას ხანძრის დროს კვამლი სწრაფად გაჰყავს შენობიდან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საწყობებში, სადაც კვამლი დიდ სივრცეში სწრაფად ვრცელდება და ევაკუაციას ართულებს.
