პროექტი - ჯეო ბილდინგ ბათუმი

ჯეო ბილდინგ ბათუმის პროექტში, ფლაგმანმა განახორციელა ხანძარქრობის, სახანძრო ვენტილაციის, სახანძრო სიგნალიზაციის, საევაკუაციო/სამაუწყებლო სისტემებისა და სუსტი დენების სრული მონტაჟი NFPA სტანდარტების შესაბამისად.

რა განხორციელდა?

სპრინკლერის სისტემა დამონტაჟდა შენობის ყველა ზონაში. სისტემა ავტონომიურად მუშაობს და რეაგირებს მხოლოდ იმ ზონაში, სადაც ტემპერატურა კრიტიკულ ნიშნულს აღწევს.

სიგნალიზაციის სისტემა მოიცავს კვამლისა და სითბოს დეტექტორებს შენობის ყველა სართულზე. საფრთხის შემთხვევაში სიგნალი გადადის პასუხისმგებელ პირებთან და შენობის მართვის პანელზე.

ვენტილაციის სისტემა საგანგებო სიტუაციაში ავტომატურად გადადის სახანძრო რეჟიმში — კვამლი გაჰყავს შენობიდან და სართულებს შორის მის გავრცელებას აკონტროლებს.

საევაკუაციო/სამაუწყებლო სისტემა უზრუნველყოფს ხმოვან და ვიზუალურ გაფრთხილებას შენობის ყველა ზონაში, ევაკუაციის მიმართულების განათებასა და პირდაპირ სამაუწყებლო კავშირს სართულებს შორის.

სუსტი დენების სისტემა მოიცავს სტრუქტურული კაბელირების, ინტერნეტის, ვიდეომეთვალყურეობისა და წვდომის კონტროლის სრულ მონტაჟს — ყველა კაბელი მარკირებული და დოკუმენტირებულია.

თქვენი უსაფრთხოება ჩვენი პასუხისმგებლობაა!

სახანძრო უსაფრთხოების სისტემების სრული ციკლი: პროექტირებიდან მონტაჟამდე და ტექნიკურ მხარდაჭერამდე!