
ავერსის საწყობში, ქუთაისში, ფლაგმანმა სახანძრო უსაფრთხოების, სიგნალიზაციისა და ვენტილაციის სისტემების სრული მონტაჟი NFPA სტანდარტების შესაბამისად განახორციელა.
რა განხორციელდა?
საწყობის მასშტაბი და საქონლის მაღალი კონცენტრაცია სახანძრო სისტემისთვის გაზრდილ მოთხოვნებს ქმნის. სპრინკლერის სისტემა მთლიანი ფართის გათვალისწინებით დამონტაჟდა.
სიგნალიზაციის სისტემა შერჩეულია საწყობის მაღალი ჭერისა და ღია სივრცის გათვალისწინებით - დეტექტორები განლაგებულია ისე, რომ კვამლი ან სითბო დიდ სივრცეშიც დროულად აღმოჩნდეს.
ვენტილაციის სისტემას კვამლი სწრაფად გაჰყავს შენობიდან - რაც საწყობის ტიპის ობიექტებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სადაც კვამლი მარტივად ვრცელდება და ევაკუაციას ართულებს.
